ბონუჩი: “მოტამ უნდა ისწავლოს, რომ იუვეს მწვრთნელობა განსხვავებული სამყაროა“
სერია ა-ს მორიგ ტურში ტურინის იუვენტუსმა ატალანასთან სამარცხვინო მარცხი განიცადა. ბებერმა ქალბატონმა საკუთარ კედლებში 0:4 წააგო.
მატჩის დასრულებიდან რამდენიმე საათში, ბიანკონერის მთავარი მწვრთნელი ტიაგო მოტა, იუვეს ყოფილმა ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ მწვავედ და ღიად გააკრიტიკა.
ბონუჩი:
„ატალანტასთან მატჩში ყველამ თავი მოვიტყუეთ. გული მტკივა! ასეთი რამ იუვენტუსში არასდროს მომხდარა. ეს სრული სიმახინჯე იყო. გულშემატკივრების ემოციებს პატივი უნდა ვცეთ. ბოლო მატჩებში საოცრად დიდი ზეწოლაა და ამას გუნდის ლიდერები უნდა გაუმკლავდნენ.
არ ვიცი რა იქნება ზაფხულში და დარჩება, თუ არა მოტა, მაგრამ მან უნდა ისწავლოს, რომ იუვეს მწვრთნელობა განსხვავებული სამყაროა და იმის თქმა, რომ სევდიანი და იმედგაცრუებული ხარ, საკმარისი არ არის. ასე უბრალოდ ვერ გაგრძელდება.“
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ტურინული გრანდი საშინელ ფორმაშია. ჩემპიონთა ლიგას პსვ-სთან დაემშვიდობა, ხოლო სერია ა-ში, 52 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება და ლიდერ ინტერს 9 ქულით ჩამორჩება.