ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

„კვარას ის აქვს, რაც დემბელეს და ბარკოლას არა“ - მაცარი 90min-ს ესაუბრა

ცნობილი სპორტული გამოცემა 90min „ლივერპული“ პსჟ-ს წინ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და ამავდროულად მის ყოფილ მწვრთნელთან ვალტერ მაცარისთან ინტერვიუსაც აქვეყნებს.

„კვარაცხელიას თავდაპირველად ლუის ენრიკეს განსაკუთრებული მოთხოვნების ათვისება მოუხდა. ახლა კი პსჟ-ს პირველი ქართველი ფეხბურთელი ამ ყველაფრის დემონსტრირებას ახდენს. ხვიჩა თანდათან გუნდისთვის ის ელემენტი ხდება, რასაც მისი გაფორმების დროს ელოდნენ. მას ახალ გუნდში აკლიმატიზაციის გავლისთვის დიდი დრო არ დასჭირვებია.

ნაპოლიში მისი ყოფილი მწვრთნელი ვალტერ მაცარი ხვიჩას ფენომენს გვიხსნის:

„მას აქვს ბევრი ტექნიკური თვისება, ძალა და დარტყმის ხარისხი. ხვიჩა ასევე ძალიან დიდი პროფესიონალია და ბევრს ვარჯიშობს. ყოველთვის პოზიტიურია და დარწმუნებული ვარ პსჟ-ში წარმატებას მიაღწევს. ის არის დიდებული ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს დიდ კლუბსა და ეროვნულ ნაკრებში“.

თუ ნეაპოლში კვარაცხელია ძირითადად მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობდა, პსჟ-ში საწყის ორ თვეში სამ პოზიციაზე ითამაშა. მარცხნივაც, მარჯვნივაც და შუაშიც. ის ხშირად უცვლის პარტნიორებს პოზიციებს და ეს ლივერპულთან პირველ შეხვედრაშიც ვნახეთ, როცა დიდებული გოლი გაიტანა, მაგრამ თამაშგარის გამო გაუქმდა.

„მეტოქეები ახლა მას უკეთ იცნობენ, ამიტომ მან თამაშის დროს მონაცვლეობა უნდა იცოდეს. როდის უნდა ითამაშოს მარტივად, როდის არის დრიბლინგი საჭირო და როდის კარში დარტყმა. მან ასევე უნდა გაიგოს, თუ რომელი სივრცეები უნდა დაიკავოს საჯარიმოში“.

- ამბობს მაცარი.

კვარაცხელიას აქვს პროფილი, რომელიც სრულყოფილად შეეფერება ენრიკეს მოთხოვნებს, ის უნიკალურია და საკმაოდ განსხვავდება ბარკოლას, დუესა და დემბელეს პროფილისგან“.

- წერს 90min.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და პსჟ-ს მატჩი დღეს ღამით 23:55-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„საუთგეიტს ვუთხარი ჯორჯ ბესტს ძალიან ჰგავს-მეთქი“ | რა თქვა უებმა კვარაცხელიაზე
„საუთგეიტს ვუთხარი ჯორჯ ბესტს ძალიან ჰგავს-მეთქი“ | რა თქვა უებმა კვარაცხელიაზე