ვიქტორ გიოკერეში, ლისაბონის სპორტინგი
Aa
Aa

A Bola: გიოკერეშს პრემიერლიგაში თამაში სურს

ცნობილი პორტუგალიური გამოცემა A Bola ლისაბონის „სპორტინგის“ ფორვარდის, ვიქტორ გიოკერეშის შესახებ წერს. გამოცემის ინფორმაციით, შვედი ფორვარდი კარიერის გაგრძელების სასურველ ვარიანტად ნისლიან ალბიონზე გადაბარგებას განიხილავს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ დროისთვის, გიოკერეშის პრიორიტეტული ვარიანტები „ლივერპული“, „სიტი“ და „არსენალია“, რის გამოც „პარი სენ-ჟერმენის“, „ბაიერნის“, „რეალისა“ და „ბარსელონას“ მიერ მისი გაფორმების შანსები საგრძნობლად მცირდება.

რას წერს გამოცემა:

„გიოკერეშის წასვლა გარდაუვალია: ორი სეზონის შემდეგ ის კარიერას ტოპ კლუბში გააგრძელებს - ამაზე ფეხბურთელი და „სპორტინგი“ ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში შეთანხმდნენ.

„სპორტინგი“ ფორვარდის სანაცვლოდ 65-75 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „ლომები“ გიოკერეშის მსურველებს მის გამოსასყიდ თანხაზე - 100 მილიონ ევროზე მიუთითებდნენ, თუმცა ზაფხულში შეთანხმების მიღწევა 70 მილიონის ფარგლებში იქნება შესაძლებელი. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კლუბები ერთმანეთთან კონკურენციაში შევლენ, ტრანსფერის ღირებულება შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

2023 წლის ზაფხულში, როდესაც გიოკერეში „სპორტინგში“ 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადადიოდა, „ქოვენთრის“ სხვა, უფრო სარფიანი შეთავაზებებიც ჰქონდა, ამიტომ ახლა პორტუგალიური კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა, შვედ ფორვარდს ხელი შეუწყოს და 70 მილიონ ევროზე მეტი არ მოითხოვოს“.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში გიოკერეშმა „სპორტინგის“ მაისურით ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა - მის ანგარიშზე 39 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა. Transfermarkt-ის მონაცემებით, 26 წლის შვედი ფორვარდის ღირებულება 75 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სალაჰი გამოირიცხა - სენ-ჟერმენს სხვა პრიორიტეტები აქვს
სალაჰი გამოირიცხა - სენ-ჟერმენს სხვა პრიორიტეტები აქვს