მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

სალაჰი ზაფხულში მიდის - ბარსა, თუ საუდის არაბეთი? რამდენად რეალურია?

მიმდინარე სეზონის ბოლოს მოჰამედ სალაჰს „ლივერპულთან“ კონტრაქტი უმთავრდება და თავისუფალი აგენტი ხდება. ეგვიპტელ შემტევს ნათქვამი აქვს, რომ ეს წელი „მერსისაიდელთა“ რიგებში მისთვის ბოლო იქნება.

ყველას აინტერესებს, თუ სად გააგრძელებს „მო“ კარიერას.

დღეს, ესპანურმა Sport-მა დაწერა, რომ 32 წლის სალაჰი „ბარსელონას“ შესთავაზეს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის გარემოცვასა და კლუბს შორის პირველი კონტაქტები 2024 წლის ბოლოს შედგა, თუმცა მათ კონკრეტული წინადადებები და მოლაპარაკებები არ მოჰყოლია.

Sport-ი წერს, რომ „ბარსელონას სჯერა, სალაჰის თვისებები მათ სასურველ პროფილს ემთხვევა, მაგრამ „ლივერპულის“ გარემარბს ხელფასის მნიშვნელოვანი შემცირება მოუწევს, რომ „ბლაუგრანაში“ გადასვლა შეძლოს. ის ამჟამად წლიურად დაახლოებით 15 მილიონ ფუნტს იღებს.

სალაჰის პოზიციიდან გამომდინარე (იამალის ადგილას თამაშობს), ცოტა უცნაურია, რომ „ბარსა“ მისი გაფორმებით იყოს დაინტერესებული (ჯერ ამაზე მხოლოდ Sport-ი წერს). რთული წარმოსადგენია, რომ მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე კლუბს ორი ასეთი დონის მოთამაშე ჰყავდეს, რადგან რომელიმეს თადარიგში დარჩენა მოუწევს, რაც არც ერთის გეგმებში არ შედის.

გავრცელებული ინფორმაციით, სალაჰის გაფორმებით საუდის არაბეთის კლუბებიც არიან დაინტერესებული. კერძოდ, „ალ-ჰილალი“ მზადაა ეგვიპტელს სეზონში 50 მილიონი ევრო გადაუხადოს.

შეგახსენებთ, რომ სალაჰს პსჟ-ს ვარიანტიც ჰქონდა, თუმცა მისმა გარემოცვამ პარიზში გადასვლის შესაძლებლობა გამორიცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პროფესიონალიზმის მაგალითი ხარ“ | კლუბმა და თანაგუნდელებმა მამარდა გაამხნევეს
„პროფესიონალიზმის მაგალითი ხარ“ | კლუბმა და თანაგუნდელებმა მამარდა გაამხნევეს