პსჟ, ვირჯილ ვან დეიკი
Aa
Aa

„კარგად ვიცი, რა შეუძლია ენფილდს“ - ვან დეიკი პსჟ-თან მატჩის წინ

„ლივერპულის“ კაპიტანმა, ვირჯილ ვან დეიკმა დღეს „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ დაგეგმილ მატჩზე ისაუბრა და ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში თამაშის დაგროვებულ გამოცდილებას გაუსვა ხაზი.

ვან დაიკი:

„ლივერპული“ დიდი ევროპული მატჩებისთვის არის შექმნილი და დღეს ერთადერთი ამოცანა გვაქვს - კიდევ ერთი ასეთი მატჩი ჩავატაროთ. პირადად მე „ენფილდზე“ ჩემპიონთა ლიგის მატჩებთან არაერთი შესანიშნავი მოგონება მაკავშირებს. მახსოვს გამარჯვებები „მანჩესტერ სიტისთან“ და „რომასთან“, როდესაც ახალი გადმოსული ვიყავი. მახსოვს მატჩები „ნაპოლისთან“ და „ბარსელონასთან“ საჩემპიონო სეზონში, ბოლო წლებში კი „ბენფიკასთან“, „ვილიარეალთან“, „ლევერკუზენთან“ და „რეალთან“ გამართული მატჩები.

ყველა ამ თამაშს ერთი რამ აქვთ საერთო - ვეთამაშებოდით უძლიერეს გუნდებს, რომლებთანაც ერთი წაბორძიკება შეიძლება ძალიან ძვირი დაგიჯდეს. აუცილებელი იყო, ხარისხი და ინტენსივობა გვეჩვენებინა, საჭირო მომენტებში სიმშვიდე შეგვენარჩუნებინა, სხვა მომენტებში წინ გადაგვედგა ნაბიჯები. გვჭირდება იდეალური მენტალობა, საკუთარი ძალების რწმენა და თავდაჯერებულობა მთელი 90 წუთის განმავლობაში. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველა ფეხბურთელი მოედანზე ბოლომდე დაიხარჯება და ძალებს არ დაზოგავს. ყველაზე მთავარი კი ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერაა, რომელიც აუცილებელია გამარჯვებისთვის.

წინა მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ მხოლოდ საქმის ნახევარი შევასარულეთ და ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. „პარკ დე პრენსზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იყო, მაგრამ კარგად ვიცი, რა შეუძლია „ენფილდს“ ასეთ მატჩებში, ამიტომ მოუთმენლად ველოდები დღევანდელ საღამოს.

„საუთჰემპტონთან“ მატჩში 3 ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ გარკვეული დეტალები გამოსასწორებელია - მეორე ტაიმი კარგი იყო, პირველში კი დავინახეთ, რომ აუცილებლად ვისჯებით მაშინვე, როცა ინდივიდუალურ და კოლექტიურ დონეზე ბოლომდე არ ვიხარჯებით. სწორედ ამაზე ისაუბრა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ, ყველამ ამაზე უნდა ვიფიქროთ და ასეთ რამ აღარ უნდა განმეორდეს. მეტი ინტენსივობით უნდა ვითამაშოთ, ბურთით თუ უბურთოდ, უნდა ვირბინოთ და ვიბრძოლოთ ყველა ბურთისთვის პირველივე წუთიდან“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში „ლივერპულმა„ „პარი სენ-ჟერმენი“ „პარკ დე პრენსზე“ ჰარვი ელიოტის გოლით დაამარცხა. საპასუხო მატჩი „ენფილდზე“ დღეს გაიმართება და თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, მაგრამ ბრძოლისთვის მზად ვართ“ - ხვიჩა კვარაცხელიას პრესკონფერენცია
„ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, მაგრამ ბრძოლისთვის მზად ვართ“ - ხვიჩა კვარაცხელიას პრესკონფერენცია