ხვიჩა კვარაცხელია, დევიდ უები
Aa
Aa

„საუთგეიტს ვუთხარი ჯორჯ ბესტს ძალიან ჰგავს-მეთქი“ | რა თქვა უებმა კვარაცხელიაზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის, ვილი სანიოლის ასისტენტმა, დევიდ უებმა Talksport-თან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. უებმა „კვარა“ დადებითად დაახასიათა და განაცხადა, რომ ის, რაც მას სხვებისგან გამოარჩევს, ჰარი კეინთან და ჰიონ-მინ სონთანაც შეუმჩნევია.

„კვარას ნიჭი ყველასთვის შესამჩნევია და ამის დანახვა რთული არაა. პირადად ჩემთვის, ის, რაც მას სხვებისგან გამოარჩევს, უკეთეს ფეხბურთელად ჩამოყალიბებისა და პროგრესის მიღწევის სურვილია. ყოველი ვარჯიშისას, ის პირველია, ვინც მოედანზე გადის და დამატებითი ვარჯიშების ჩატარების სურვილი აქვს. ეს სწორედ ისაა, რაც ელიტარული დონის ფეხბურთელებს სხვებისგან გამოარჩევს.

რა თქმა უნდა, მოთამაშეთა უმრავლესობას სურს, უკეთესი გახდეს, თუმცა, ელიტარული დონის ფეხბურთელებს ის გამოარჩევთ, რომ მათ არ უნდათ, ტოპ 5 თავდამსხმელს ან ტოპ 5 გარემარბს შორის იყვნენ, მათ უნდათ, საუკეთესონი იყვნენ. კრიშტიანუ რონალდუს ეფექტს ჰგავს, როცა ფეხბურთელი რეგულარულად ვარჯიშობს, რათა ფიზიკურად და მენტალურად ყოველდღიურ პროგრესს მიაღწიოს.

კვარას სწორედ ეს აქვს. იგივე ვნახე ტოტენჰემში, როცა ჰარი კეინთან და ჰიონ-მინ სონთან ვმუშაობდი. ელიტარული დონის ფეხბურთელები ხვდებიან, რომ ნიჭით გამოირჩევიან, მაგრამ კმაყოფილი არასდროს არიან და თვლიან, რომ პროგრესის მიღწევა შეუძლიათ. კვარაცხელია სწორედ ასეთია და ძალიან თავმდაბალი ბიჭია. მახსოვს, გარეტ საუთგეიტს ველაპარაკებოდი და ვუთხარი, ხვიჩა ძალიან მიყვარს, ჯორჯ ბესტს ძალიან ჰგავს-მეთქი. იგი უამრავი უნარის მქონე და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია, რომელიც ამავდროულად, მომატყუებლად სხარტიცაა“.

ცნობისთვის, კვარაცხელიას თამაშს რამდენიმე საათში ვიხილავთ და ხვიჩას „პარი სენ-ჟერმენი“ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება. პსჟ-ს პირველი თამაში 0:1 აქვს წაგებული და „ენფილდზე“ გამარჯვება ესაჭიროება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია ტოპ 3-ში, მერაბის წინსვლა | UFC-ის P4P რეიტინგი განახლდა
თოფურია ტოპ 3-ში, მერაბის წინსვლა | UFC-ის P4P რეიტინგი განახლდა