ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ერთი მოსალოდნელი ცვლილება - ლივერპული პსჟ-ს სავარაუდო 11-ეულები

დღეს საღამოს „ენფილდზე“ მერვედფინალური ეტაპის მთავარი მატჩია. ფრანგული Leparisien-ი „ლივერპულისა“ და პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობების შესახებ წერს, რომლის მიხედვითაც ორივე გუნდის რიგებში ჯამში მხოლოდ ერთი ცვლილებაა მოსალოდნელი.

„ერთადერთი კითხვა დეზირე დუეს უკავშირდება, რომელიც კარგ ფორმაშია და შაბათს რენთანაც კარგად ითამაშა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის კვარაცხელიას მზარდი ფორმის მსხვერპლი გახდება. ქართველმა ლივერპულთან პირველი შეხვედრა სოლიდურად ჩაატარა და ამჯერადაც ძირითადში ველით.

რაც შეეხება მთლიან გუნდს, პარიზული შეხვედრის მსგავსი იქნება. ლუის ენრიკდე სავარაუდოდ არანაირი ცვლილებას არ განახორციელებს“.

- წერს ფრანგული გამოცემა.

Leparisien-ი ერთ ცვლილებას ელის „მერსისაიდელთა“ რიგებში. დიეგუ ჟოტას ნაცვლად დარვინ ნუნიესი დაიწყებს.

გარდა ამისა, „ლივერპულისთვის“ კარგი სიახლეა კოდი გაკპოს დაბრუნება, რომელმაც წინა მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა. ნიდერლანდელი უნივერსალი არნე სლოტის შეტევაში ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს და ამჯერადაც, ცვლილებაზე მისი გამოჩენის შემდეგ, პარიზელთა მცველებს დიდი შრომა მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორა შესაძლო ტრანსფერზე - „ძალიან მშვიდი და ბედნიერი ვარ“
ქოჩორა შესაძლო ტრანსფერზე - „ძალიან მშვიდი და ბედნიერი ვარ“