„გალიაში პირისპირ შემხვდი და ყველაფერს გაიგებ“ - პროჰაზკას პასუხი ანკალაევს
ქვემძიმე წონითი კატეგორიის მე-2 ნომერმა ირჟი პროჰაზკამ, ამჟამინდელ ჩემპიონს მაგომედ ანკალაევს კრიტიკის შემდეგ უპასუხა.
„ჩემზე აღარ ილაპარაკო... შენ არც კი იცი როგორი ცხოვრებით ვცხოვრობ. შევხვდეთ გალიაში პირისპირ და შემდეგ ყველაფერს გაიგებ.
როცა მაგომედს UFC Performance Institute-ში ლას-ვეგასში შევხვდი, ის ძალიან კარგი და მეგობრული იყო.
დაე მან არ დაივიწყოს, რომ ტიტული ალექს პერეირას ყველაზე ცუდ ვერსიასთან ბრძოლის შემდეგ მოიგო...
ის ამ წონაში ახლა ერთადერთი თაღლითია. ახალი ჩემპიონია, მაგრამ მას არავინ იცნობს“.
- განაცხადა პროჰაზკამ.
არის საუბრები, რომ შესაძლოა ანკალაევის მომდევნო მეტოქე სწორედ პროჰაზკა იყოს, თუმცა პერეირასთან რემატჩის ალბათობა გაცილებით დიდია.
შეგახსენებთ, რომ UFC 313-ზე ალექს პერეირა 5-რაუნდიან ბრძოლაში მაგომედ ანკალაევთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა და ქამარი დათმო.