კლეი ტომპსონი, სანდრო მამუკელაშვილი, კელდონ ჯონსონი, დევინ ვესელი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 10 წუთი დალასთან | სან ანტონიომ ისევ წააგო

კაირი ირვინგისა და ენტონი დევისის გარეშე დარჩენილმა „დალას მავერიქსმა“ 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. გამთენიისას, „დალასი“ სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს სტუმრად მოუგო - 133:129.

მამუკელაშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 10 წუთი და 12 წამი დაუთმეს. „მამუს“ აქტივში 3 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა იყო. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო სროლა ჩააგდო.

„სან ანტონიოს“ მაისურით ყველაზე მეტი, 29 ქულა ჰარისონ ბარნსმა ჩააგდო. კელდონ ჯონსონმა 28 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. დევინ ვესელმა 24 ქულა გააკეთა, სტეფონ კასლმა და დე’აარონ ფოქსმა - 14-14. „დალასის“ რიგებში საუკეთესო სპენსერ დინუიდი იყო - 28 ქულა, 7 მოხსნა, 6 ასისტი. კლეი ტომპსონმა 26 ქულა დააგროვა, ნაჯი მარშალმა - 23.

„სან ანტონიოს“ 26 მოგება და 37 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციის მე-13 ადგილს იკავებს. „სპურსი“ მომდევნო შეხვედრას 13 მარტს გამართავს და ისევ „დალასს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის სამქულიანი და დაფარებები | ორლანდომ ჰიუსტონთან ვერაფერი გააწყო
ბითაძის სამქულიანი და დაფარებები | ორლანდომ ჰიუსტონთან ვერაფერი გააწყო