ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ბასილაშვილმა ფინიქსის ჩელენჯერზე ატმანს მოუგო

ნიკოლოზ ბასილაშვილი ფინიქსის ჩელენჯერის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფრანგ ტერენს ატმანს (168) დაუპირისპირდა და სამ სეტში - 6:4, 4:6, 6:4 მოიგო.

მომდევნო ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე იაპონელი ტარო დანიელი იქნება (116).

იაპონელი ჩოგბურთელის დამარცხების შემთხვევაში ბასილაშვილი ფინიქსის ჩელენჯერის ძირითად ბადეში ითამაშებს.

ცნობისთვის, ფინიქსის ჩელენჯერი 2019 წლიდან ყოველწლიურად არიზონის შტატში ტარდება. მისი მოქმედი გამარჯვებული პორტუგალიელი ნუნო ბორგესია, რომელმაც შარშან ფინალში მატეო ბერეტინი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მესამე მარცხი | ჯოკოვიჩი ინდიან უელსს გამოეთიშა
ზედიზედ მესამე მარცხი | ჯოკოვიჩი ინდიან უელსს გამოეთიშა