თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ვირტუსმა კონკურენტი დაამარცხა - შენგელიას 9 ქულა

ევროლიგაში ნაჩვენები საშინელი შედეგების ფონზე, წლევანდელ სეზონში „ვირტუსისთვის“ იტალიის ჩემპიონატში კარგ თამაშსა და სამწლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რის გამოც ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ კონკურენტ „ტრენტოსთან“ გამარჯვება აუცილებელი იყო. საბოლოო ჯამში თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს და მეტოქეს 5-ქულიანი სხვაობით, 80:75 მოუგეს.

საქართველოს ნაკრების 33 წლის კაპიტანმა პარკეტზე გატარებულ 17 წუთში 9 ქულა, 2 მოხსნა, 4 ასისტი და 2 ჩაჭრა დააგროვა. შენგელიამ ცხრიდან ოთხი ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. ორიდან ერთხელ დაცვაში, ერთხელ კი თავდასხმაში ასპარეზობისას მოხსნა ბურთი და ოთხი პერსონალური შენიშვნა მიიღო.

16 მოგებითა და 5 წაგებით „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატის თანალიდერია და „ბრეშას“ მხოლოდ ქულების შეფარდებით ჩამორჩება. ხუთშაბათს, 13 მარტს შენგელია და მისი თანაგუნდელები ევროლიგაში მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებენ, ხოლო სერია A-ს მომდევნო ტურში, 16 მარტს, სტუმრად „ბასკეტ ნაპოლისთან“ ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბურჯანაძე მოხსნებში საუკეთესო იყო | ლეიმას მარცხი მანრესასთან
ბურჯანაძე მოხსნებში საუკეთესო იყო | ლეიმას მარცხი მანრესასთან