ჯონსი: ტიტულის იმაზე მეტი დაცვა მაქვს, ვიდრე ყველა მოქმედ ჩემპიონს ერთად
მძიმე წონაში UFC-ის ლეგენდარული ჩემპიონი, ჯონ ჯონსი მიიჩნევს, რომ ის სხვა დივიზიონებში ტიტულის ყველა მოქმედ მფლობელს შორის, წამყვანი ჩემპიონია.
„ტიტულის იმაზე მეტი დაცვა მაქვს, ვიდრე ყველა მოქმედ ჩემპიონს ერთად“, - დაწერა ჯონსმა სოციალურ ქსელში და UFC-ს ყველა მოქმედი ჩემპიონის ფოტო გამოაქვეყნა.
რამდენიმე დღის წინ, UFC-ს პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ „ბოუნსი“ ამ ზაფხულს იბროლებს.
შეგახსენებთ, რომ ჯონსს ბოლო ჩხუბი 17 ნოემბერს UFC 309-ზე ჰქონდა და მან სტიპე მიოჩიჩი ნოკაუტით დაამარცხა.
ამ გამარჯვებით, მან საკუთარი დაუმარცხებელი სერია 20-მდე გაზარდა. ამერიკელი გახდა მეოთხე ჩემპიონი, რომელმაც ორ წონით კატეგორიაში ერთხელ მაინც დაიცვა ტიტულები.