„ისევ ალისონის იმედზე ვერ ვიქნებით“ - რობერტსონი პარიზელებთან მატჩის წინ
ერთი კვირის წინ „პარკ დე პრენსზე“ გამართული „პსჟ“ – „ლივერპულის“ (0:1) მატჩი ინგლისელებისთვის მისაღები შედეგით დასრულდა, მაგრამ როგორც ჩანს, „ენფილდ როუდზე“ მერსისაიდელები საფრანგეთის დედაქალაქში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებაზე არ იზრუნებენ და თავიდანვე შეუტევენ. ყოველ შემთხვევაში მათი განაპირა მცველის, ენდი რობერტსონის კომენტარი ამაზე მეტყველებს.
რას ამბობს რობერტსონი
ერთი რამ ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ - ალისონი ყოველთვის კარიერის მატჩს ვერ ჩაატარებს და მუდამ მის იმედზე ვერ ვიქნებით. ზუსტად ამიტომ, ვაპირებთ მეტოქეს პირველივე წუთებიდან შევუტიოთ და დავუმტკიცოთ, რომ შეტევაში ასპარეზობა მათზე არანაკლებ შეგვიძლია. ჩემი აზრი ასეთია - ინგლისის პრემიერ ლიგაში თითქმის ყველა კონკურენტს ვეთამაშეთ, მაგრამ წლევანდელ სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ დონის მოწინააღმდეგე არ გვყოლია.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ – „პარი სენ-ჟერმენის“ შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით ღამის თორმეტ საათზე დაიწყება და პარიზელების წარმატების შემთხვევაში, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბოლო სამ წელიწადში მეორედ ითამაშებს.