მანჩესტერ სიტის კამავინგას ყიდვა სურს | პლეტენბერგი
ედუარდო კამავინგა შესაძლოა „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს.
გერმანელი გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი წერს, რომ „ქალაქელებმა“ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის სიაში ჩასვა და მას თვალს აქტიურად ადევნებს.
სააგენტო CAA Stellar-ს, რომელიც ფრანგი ფეხბურთელის ინტერესებს წარმოადგენს, „სიტისთან“ კავშირი უკვე აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის კამავინგას მიმართ ინტერესს სხვა კლუბებიც იჩენენ, თუმცა თავად მას ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, სურს თუ არა „რეალის“ დატოვება ამ ზაფხულს. მისი კონტრაქტი 2029 წლამდეა მოქმედი.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, ედუარდომ 13 მატჩი ჩაატარა და 2 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 80 მილიონი ევროა.