მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

სალაჰი გამოირიცხა - სენ-ჟერმენს სხვა პრიორიტეტები აქვს

მოჰამედ სალაჰის დამატებით „პარი სენ-ჟერმენი“ დაინტერესებული აღარ არის - ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი ავრცელებს. პარიზული კლუბის წარმომადგენლები რამდენიმე თვის წინ ლივერპულში იყვნენ ჩასულები და ეგვიპტელი ვინგერის თაობაზე მერსისაიდული გრანდის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. რამდენიმე შეხვედრამ სათანადო შედეგი ვერ გამოიღო, რადგან გადაჭრით ვერც ფეხბურთელის აგენტი და ვერც ინგლისური გრანდის შეფები ვერაფერს ამბობდნენ.

ერთი კვირის წინ „პარკ დე პრენსზე“ გამართულ შეხვედრაში სალაჰმა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, სტუმართა შემადგენლობაში კი გამარჯვების გოლი სწორედ მის ნაცვლად შესულმა ჰარვი ელიოტმა გაიტანა. თუმცა, ეს იმას ნამდვილად არ ნიშნავს, რომ აფრიკელის მიმართ ნდობა დაკარგეს - პირიქით, მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ის „ენფილდ როუდზე“ კიდევ რამდენიმე წელი დარჩება. ყოველ შემთხვევაში ტრანსფერი თაობაზე „სენ-ჟერმენი“ „თამაშიდან გადის“ და სხვა გუნდებისგან აქამდე არანაირი საქმიანი წინადადება არ მოუსმენიათ.

ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 შეხვედრაში მოჰამედ სალაჰის ანგარიშზე 27 გოლი და 17 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუის ენრიკე: მხოლოდ 1 ვარიანტი გვაქვს - გავიდეთ მოედანზე და მოვიგოთ
ლუის ენრიკე: მხოლოდ 1 ვარიანტი გვაქვს - გავიდეთ მოედანზე და მოვიგოთ