23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 10 ქართველი იასპარეზებს | ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ტირანაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები 12 მარტიდან ჩაებმებიან.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრები ალბანეთის დედაქალაქში შემდეგი შემადგენლობით ჩავიდა:
კობა ქარუმიძე (55 კგ), დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ), რომეო ბერიძე (63 კგ), ანრი ხოზრევანიძე (67 კგ), ანრი თავართქილაძე (72 კგ), თემურ ორჯონიკიძე (77 კგ), დათა ჩხაიძე (82 კგ), ზურაბ მელაძე (87 კგ), ლუკა გაბისონია (97 კგ), საბა ჩილაშვილი (130 კგ); სოსო ჯაბიძე (მთავარი მწვრთნელი), სერგო ნინუა, რევაზ ლაშხი, აკაკი ჩაჩუა (მწვრთნელები); ლაშა ღონღაძე (ექიმ-რეაბილიტოლოგი).
ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატს, ქართველი მსაჯი. ზაზა ჯიბლაძეც ემსახურება.