ლუის ენრიკე: მხოლოდ 1 ვარიანტი გვაქვს - გავიდეთ მოედანზე და მოვიგოთ
ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში, „პარი სენ ჟერმენი“ „ლივერპულს“ ესტუმრება.
მატჩის წინ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა.
ესპანელი სპეციალისტის თქმით, გუნდი მოტივირებულია და მზადაა „ენფილდზე“ კარგი სანახაობა აჩვენოს.
„ჩვენ მხოლოდ 1 ვარიანტი გვაქვს - გავიდეთ მოედანზე და მოვიგოთ. ჩვენი მიზანი ნათელია - შევეცადოთ მეტოქეზე უკეთესად. რთულია, რომ შინ არ ვთამაშობთ, მაგრამ შევეცდებით სიტუაციის გაკონტროლებას. ვიცით, რომ კარგად გამოგვდის და უფრო უნდა გავაუმჯობესოთ. ჩვენი მიზანია ბურთის ფლობა. ვფიქრობ, სამშაბათს ჩვენ ვნახავთ მატჩს ევროპის 2 საუკეთესო გუნდს შორის და ის რომელიც გაიმარჯვებს, ბოლომდე მივა. ჩვენ ვნახავთ ორ გუნდს, განსხვავებული სტილით, მაგრამ ორივე მათგანი ევროპის საუკეთესო გუნდია“, - აღნიშნა ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში „პარი სენ ჟერმენმა“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ხვალინდელი შეხვედრა კი, თბილისის დროით, 23:55-დან დაიწყება.