ანჩელოტი: ვინისიუსს წინ დიდი მომავალი აქვს
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მიმდინარე სეზონში, ვინისიუს ჟუნიორის სტატისტიკურ მაჩვენებლებზე ილაპარაკა.
იტალიელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ 24 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელს გრანდიოზული მომავალი ელოდება.
„ის უკვე ახალგაზრდობაში აჩვენებს მაღალ დონეს. ამასთან, ყოველ წელს უკეთესი ხდება. ვინისისიუსის წარმატება კანონზომიერია - საფეხბურთო ტალანტის მიღმა, მას განსაკუთრებული ხასიათი აქვს“, - თქვა ანჩელოტიმ.
ბრაზილიელი ესპანურ გრანდს 2018 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ლა ლიგა 3-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ვინისიუსმა მიმდინარე სეზონში 37 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 9 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 200 მილიონ ევროს შეადგენს.