რაფინია დიასი, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ფლიკი რაფინიას ოქრო ბურთის პრეტენდენტად მიიჩნევს

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი დარწმუნებულია, რომ გუნდის ბრაზილიელი ვინგერი, რაფინია, 2025 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტია.

გერმანელი სპეციალისტის თქმით, 28 წლის ფეხბურთელი ძალიან კარგად თამაშობს და თავისი სისწრაფით და გატანილი გოლებით გუნდს ეხმარება.

„ბოლო რამდენიმე მატჩში ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა. რაფინიას კარგი მოთამაშის ყველა თვისება აქვს. როდესაც ის თავდასხმაშია, შეგიძლიათ ნახოთ, რამდენად კარგია. ის ძალიან კონცენტრირებულია. ძალიან მიხარია, რომ რაფინია ჩვენს გუნდშია“ - თქვა ფლიკმა „ბენფიკასთან“ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე.

მიმდინარე სეზონში, რაფინიამ ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და 18 ასისტი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი „ბარსაში“ 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 80 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიდევ ერთი ქართველი პარი სენ-ჟერმენში? | ფრანგული გრანდი ხარებაშვილს აკვირდება
კიდევ ერთი ქართველი პარი სენ-ჟერმენში? | ფრანგული გრანდი ხარებაშვილს აკვირდება