ალექს პერეირა
Aa
Aa

მიიღო, რაც დაიმსახურა - პერეირას ყოფილი მეუღლის კომენტარი

UFC-ის ქვემძიმე წონითი კატეგორიის დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მაგომედ ანკალაევთან დამარცხების შემდეგ, ალექს პერეირა უამრავმა ადამიანმა გააკრიტიკა, მაგრამ მათ შორის ყველაზე საინტერესო ბრაზილიელი მებრძოლის ყოფილი მეუღლის კომენტარი გახლდათ, რომელმაც ალექსი საჯაროდ გააკრიტიკა. მისი ნათქვამი სიტყვა-სიტყვით ასე ჟღერდა:

„ესეც ასე! ქვემძიმე წონაში ახალი ჩემპიონი გყავს. აღარ არსებობს არანაირი შამა, რადგან ასეთია კარმა და პერეირამ მიიღო ის, რაც დაიმსახურა. მან 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს წააგო, რაც შესაძლოა ბევრი რამის მანიშნებელი იყოს“.

ყოფილი ცოლის მხრიდან მისთვის საკმაოდ მძიმე განცხადება, ხალხის თვალში „პოატანმა“ მშვიდად მიიღო და ექს-მეუღლეს შეუთვალა, რომ აჯობებს, თუ მასზე იშვიათად ილაპარაკებს, რადგან ასეთ შემთხვევაში მის ამჟამინდელ ქმარს ეჭვიანობის საფუძველს აღარ მისცემს.

შეგახსენებთ, რომ პერეირამ საჩემპიონო ქამარი გუშინ, დაღესტნელ მაგომედ ანკალაევთან დამარცხების შედეგად დაკარგა - მისმა მეტოქემ ხუთ რაუნდში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პერეირა დამარცხდა | ანკალაევი დივიზიონის ახალი ჩემპიონია
პერეირა დამარცხდა | ანკალაევი დივიზიონის ახალი ჩემპიონია