ტრავმის გამო, ვირცი რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს
კოჭის ტრავმის გამო, „ლევერკუზენის“ ერთ-ერთი ლიდერი რამდნიმე კვირას გამოტოვებს.
21 წლის ნახევარმცველმა დაზიანება ბუდესლიგის 25-ე ტურის მატჩში, „ვერდერთან“ შეხვედრის 52-ე წუთზე მიიღო - მას მიჩელ ვაიზერის ფეხი მოხვდა.
ტრავმის გამო, გერმანელმა ფეხბურთელმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
მიმდინარე სეზონში ვირცმა ბუნდესლიგაში 25 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 10 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 140 მილიონი ევროა.