ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„ტატუებითაც კონორს ჰბაძავს, პატარა კაცის სინდრომი აქვს“ | პიმბლეტი თოფურიაზე

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ილია თოფურიაზე ისაუბრა და სამომავლო გეგმებსაც შეეხო. „ბედიმ“ ინტერვიუ Shak MMA-ს მისცა და განაცხადა, რომ „ელ მატადორი“ ყველანაირად კონორ მაკგრეგორს ჰბაძავს.

„ჩემი მომდევნო სამი ჩხუბი? ტოპ 5-ის წარმომადგენელთან მინდა ბრძოლა, შემდეგ კი სატიტულო დაპირისპირების მიღება. არ მაინტერესებს, მეტოქე ვინ იქნება და როცა საჩემპიონო ქამარს დავეუფლები, ტიტულს ენფილდზე, კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ დავიცავ. ეს იდეალური იქნება. თუმცა, ხელის სადეზინფექციო ხსნარად წოდებული თოფურიაც ვარიანტია. მინდა, ვაჩვენო ჩვენი წონისთვის რამდენად პატარაა და დავუმტკიცო, რომ პატარა კაცის სინდრომი აქვს.

რატომ გადადიან ჩემპიონები ეგრევე სხვა წონაში? კონორ მაკგრეგორის ეფექტია. ყველას უნდა, კონორი იყოს. ილია ყველაზე ცუდი ვარიანტია და მკერდზე და ზურგზე ზუსტად ის ტატუები აქვს, რაც მაკგრეგორს. თოფურიას ძალიან უნდა კონორ მაკგრეგორი იყოს, მაგრამ კონორ მაკგრეგორი ვერ იქნებ, როცა ლობიოს ქილის ქარიზმა გაქვს. ყველა მაკგრეგორის გზას აკოპირებს“.

შეგახსენებთ, რომ პიმბლეტი მომდევნო ორთაბრძოლას UFC 314-ზე გამართვს და მაიკლ ჩენდლერს დაუპირისპირდება. ამ ღონისძიების მთავარი მოვლენა ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და დიეგო ლოპესის საჩემპიონო ჩხუბია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბის პროვოცირება სცადა | ფანის ძალიან ცუდი ჟესტი დვალიშვილს მისამართით
მერაბის პროვოცირება სცადა | ფანის ძალიან ცუდი ჟესტი დვალიშვილს მისამართით