ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

Sofascore-მა გამოარჩია, Kicker-მა - არა | ბუდუ ტურის სიმბოლურში

გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში, ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ „ჰოფენჰაიმს“ დაუპირისპირდა. ქართველმა ფეხბურთელმა ახალ კლუბში სადებიუტო გოლი გაიტანა და 65-ე წუთზე, ულამაზესი დარტყმით „ჰაიდენჰაიმს“ ქულა გადაურჩინა.

ზივზივაძეს წარმატებული თამაში დაუფასდა და ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Sofascore-მა ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. Sofascore-მა ბუდუს თამაში 8.1 ქულით შეაფასა, რაც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის დასასაკუთრებლად საკმარისი აღმოჩნდა.

Sofascore-ისგან განსხვავებით, Kicker-მა და Whoscored-მა არჩევანი სხვა შემტევებზე შეაჩერეს. Kicker-მა სტივენ შკრიბსკი და რაფაელ გერერო გამოარჩია, Whoscored-მა - ნიკ ვოლტემადი და ჰარის ტაბაკოვიჩი.

ცნობისთვის, 25 ტურის შემდეგ, „ჰაიდენჰაიმს“ 16 ქულა აქვს და მისი მიზანი ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. ზივზივაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას უშუალო კონკურენტის, „კილის“ წინააღმდეგ გამართავს და მატჩი 16 მარტს, თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიდევ ერთი ქართველი პარი სენ-ჟერმენში? | ფრანგული გრანდი ხარებაშვილს აკვირდება
კიდევ ერთი ქართველი პარი სენ-ჟერმენში? | ფრანგული გრანდი ხარებაშვილს აკვირდება