ხვიჩა კვარაცხელია, საბა ხარებაშვილი
Aa
Aa

კიდევ ერთი ქართველი პარი სენ-ჟერმენში? | ფრანგული გრანდი ხარებაშვილს აკვირდება

„დინამო თბილისის“ ფეხბურთელი, საბა ხარებაშვილი ევროპული გრანდების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. რამდენიმე დღის წინ, დაიწერა, რომ 16 წლის მცველით „რეალი“, „ლივერპული“, „ნაპოლი“, „ბარსელონა“ და „ბაიერნი“ ინტერესდებოდნენ, ბოლო ინფორმაციით კი, საბას მსურველი კლუბების სია გაიზარდა.

Daily Mercato PSGINSIDE ACTUS-ზე დაყრდნობით წერს, რომ ხარებაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ რადარზეც იმყოფება. ფრანგულ გრანდს კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს, მაგრამ როგორც ირკვევა, საკუთარი ინტერესი უკვე გამოხატა.

ხარებაშვილი „დინამო თბილისის“ აღზრდილია და მარცხენა მცველის პოზიციაზე ასპარეზობს. საბა მთავარ გუნდში 2024 წელს დააწინაურეს და Transfermarkt-ზე, ის 800 000 ევროდ არის შეფასებული. მას საქართველოს U19, U17, U16 და U15 ნაკრებებში უთამაშია.

სხვათა შორის, 2024 წელს, ახალგაზრდა ფეხბურთელი Football Talent Scout-ის ყურადღების ცენტრში მოექცა. Football Talent Scout-ი ცნობილი ვებგვერდია, რომელიც საკუთარ მკითხველს პერსპექტიულ ფეხბურთელებს აცნობს და ამჯერად, საბაზე ილაპარაკა. Football Talent Scout-ის მიხედვით, საბა მრავალმხრივი და ტაქტიკურად ჭკვიანი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია, სხვადასხვა პოზიცია და როლი ბრწყინვალედ მოირგოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბის პროვოცირება სცადა | ფანის ძალიან ცუდი ჟესტი დვალიშვილს მისამართით
მერაბის პროვოცირება სცადა | ფანის ძალიან ცუდი ჟესტი დვალიშვილს მისამართით