ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„ეს ჯუჯა ბედავს და მსუქანს მეძახის“ | პიმბლეტმა თოფურია გააკრიტიკა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, პედი პიმბლეტი ილია თოფურიას კრიტიკას განაგრძობს. SHAK MMA-სთვის მიცემულ ინტერვიუში, „ბედი“ „ელ მატადორის“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თოფურია ქვემსუბუქი წონითი დივიზიონიდან გაიქცა.

„რა აზრის ვარ, ილიას გადაწყვეტილებაზე წონითი დივიზიონის შეცვლასთან დაკავშირებით? როცა ეს გავიგე, ვიფიქრე, სულელია, დივიზიონს რატომ იცვლის და მაღლა რატომ ამოდის-მეთქი. ილია ფიზიკურად ძალიან პატარაა და სიმაღლეში 165 თუ 168 სანტიმეტრია. მას გამბედაობა ყოფნის და მსუქანს მეძახის, როცა თვითონ ჯუჯაა, მაგრამ ქვემსუბუქში წონას მაინც ვერ აფიქსირებს. ეს სრული უაზრობა გამოდის.

სიმართლე გითხრათ, მიმაჩნია, რომ ის უბრალოდ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონიდან გაიქცა. იცოდა, რომ ვოლკანოვსკისთან ბევრად რთული ჩხუბი ელოდებოდა, ვიდრე მაშინ, როცა ალექსს მასთან ორთაბრძოლამდე 12 კვირით ადრე, ისლამ მახაჩევთან ნოკაუტით ჰქონდა წაგებული.

ვოლკის გარდა, დიეგო ლოპესიც ჰყავდა. ილიას მიმართ უფრო დიდი პატივისცემა მექნებოდა თუ ის საჩემპიონო ქამარს კიდევ ორჯერ დაიცავდა და ტიტულს შეინარჩუნებდა, მას ვაკანტურს კი არ გახდიდა, რის შემდეგაც წონას შეიცვლიდა და ისლამთან ან მსუბუქი წონის სხვა ჩემპიონთან იჩხუბებდა. არ მგონია, თოფურია ეგრევე სატიტულო ბრძოლის მიღებას იმსახურებდეს და ვფიქრობ, UFC-იც ამ აზრზეა“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „ელ მატადორმა“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გვაუწყა, რომ რაღაც დაუჯერებელს გვიმზადებს. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, UFC-ის აღმასრულებელ დირექტორს, დენა უაითს შეკითხვა დაუსვეს და მისი თქმით, ილიას პოსტი სავარაუდოდ, ჩხუბის ჩანიშვნის საკითხს უკავშირდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილის მე-6 გოლი სეზონში - ლევანტემ სახლში კარტახენას მოუგო
ქოჩორაშვილის მე-6 გოლი სეზონში - ლევანტემ სახლში კარტახენას მოუგო