კავაი ლეონარდი, ჯეიმს ჰარდენი
Aa
Aa

კავაი ლეონარდის გეიმ ვინერი | კლიპერსმა საკრამენტო ოვერტაიმში დაამარცხა

„ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. გამთენიისას, „კლიპერსი“ „საკრამენტო კინგსს“ დაუპირისპირდა და კავაი ლეონარდის ურთულესი სროლის წყალობით, ოვერტაიმში იმარჯვა - 111:110.

საფინალო სირენამდე 1 წუთითა და 48 წამით ადრე, „საკრამენტო“ 7 ქულით იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ძირითადი დრო 97:97 დასრულდა. ოვერტაიმი ქულა ქულაში წარიმართა, მატჩში გადამწყვეტი სიტყვა კი კავაი ლეონარდმა თქვა, რომელმაც ურთულესი გეიმ ვინერი ჩააგდო.

„კლიპერსის“ რიგებში საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი იყო - 29 ქულა, 11 ასისტი, 9 მოხსნა. ივიცა ზუბაცმა 22 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა, კავაიმ კი 17 ქულა გაიფორმა. „საკრამენტოს“ მხრიდან ყველაზე მეტი ქულის ავტორი დემარ დეროუზანი იყო - 31 ქულა, 10 ასისტი, 7 მოხსნა. ზაკ ლავინმა 30 ქულა დააგროვა, კიგან მიურეიმ - 15.

ცნობისთვის, „კლიპერსს“ 35 მოგება და 29 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მერვე გახლავთ. ლოს ანჯელესელები მომდევნო შეხვედრას 12 მარტს, „ნიუ ორლეან პელიკანსის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლიონი ოთხეულს მიუახლოვდა - მიქაუტაძე გატანასთან ახლოს იყო
ლიონი ოთხეულს მიუახლოვდა - მიქაუტაძე გატანასთან ახლოს იყო