ენტონი ედვარდსი, სანდრო მამუკელაშვილი, კელდონ ჯონსონი, დევინ ვესელი, დეაარონ ფოქსი, დონტე დივინჩენცო
Aa
Aa

8 ქულა და მხოლოდ ერთი აცილება | მამუს სან ანტონიოს მარცხი მინესოტასთან

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ ბრწყინვალე ფორმაში მყოფ „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ დამარცხდა. „სან ანტონიომ“ სტუმრად ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ 124 ქულა ჩააგდო, მაინც 17 ქულით წააგო - 124:141.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 13 წუთი და 52 წამი გაატარა. სანდრო პროდუქტიული და ეფექტური იყო და 8 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. მამუკელაშვილმა 4-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და ერთადერთი სროლა სამქულიანი ზონიდან გააფუჭა.

„სან ანტონიოს“ მხრიდან ყველაზე მეტი, 22 ქულა დეა’არონ ფოქსმა გაიფორმა. სტეფონ კასლმა 20 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, კელდონ ჯონსონსა და დევინ ვესელს 13-13 ქულა ჰქონდათ. „მინესოტას“ 25 ქულით ენტონი ედვარდსმა ულიდერა. ნაზ რიდმა 20 ქულა ჩააგდო, დონტე დივინჩენცომ - 17.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში „სპურსი“ ვიქტორ ვემბანიამას გარეშეა დარჩენილი და პლეიოფში გასვლის შანსი პრაქტიკულად აღარ აქვს. „სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციის მე-13 ადგილს იკავებს და „დალას მავერიქსს“ 6 მოგებით ჩამორჩება, რომელსაც 11 მარტს დაუპირისპირდება..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილის მე-6 გოლი სეზონში - ლევანტემ სახლში კარტახენას მოუგო
ქოჩორაშვილის მე-6 გოლი სეზონში - ლევანტემ სახლში კარტახენას მოუგო