ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

კიდევ ბევრ ქულას დავაგროვებთ - ბუდუს კომენტარი სადებიუტო გოლზე

„ჰოფენჰაიმი“ – „ჰაიდენჰაიმის“ (1:1) მატჩის დასრულების შემდეგ, სრულიად ლოგიკურად, მედიის წარმომადგენლების ყურადღების ცენტრში ბუდუ ზივზივაძე მოექცა. 30 წლის ქართველმა ფორვარდმა შეხვედრა თადარიგში დაიწყო, მხოლოდ მეორე ტაიმში ითამაშა, თუმცა ეს მისთვის საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად დაესახელებინათ, რადგან ულამაზესი გოლით სტუმრებს ქულა გადაურჩინა. ზივზივაძე უიღბლო სერიის დასრულებით კმაყოფილებას ვერ მალავდა.

ბუდუ ზივზივაძე

როგორც იქნა! მიხარია, რომ „ჰაიდენჰაიმსა“ და მთლიანად გერმანიის ბუნდესლიგაში ჩემი სადებიუტო გოლი ასეთი ლამაზი გამოვიდა. უბრალოდ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კლუბს დასახული მიზნის მიღწევაში დავეხმარე. დღეს ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და ვფიქრობ, საბოლოო ანგარიში სავსებით კანონზომიერია.

პირველ ნახევარში თამაშს „ჰოფენჰაიმი“ აკონტროლებდა, მაგრამ მეორე ტაიმში მინდორზე საუკეთესო გუნდი „ჰაიდენჰაიმი“ იყო. აღებულა ქულა მენტალურად კიდევ უფრო გაგვაძლიერებს და განწყობას გაგვიუმჯობესებს. თუ მომდევნო მატჩებში ისევე ვიასპარეზებთ, როგორც ეს დღევანდელი თამაშის მეორე ნახევარში გავაკეთეთ, კიდევ ბევრ ქულებს დავაგროვებთ.

ცნობისათვის, სატურნირო თვალსაზრისით მომდევნო ტურში ბოლოადგილოსან „ჰაიდენჰაიმს“ უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდება - ბუდუ და მისი თანაგუნდელები ბოლოსწინა პოზიციაზე მყოფ „კილს“ უმასპინძლებენ და გამარჯვების შემთხვევაში მოწინააღმდეგეს ცხრილში გადაუსწრებენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მე-8 გოლი სეზონში - კიტეიშვილი შტურმს მოგებაში დაეხმარა
მე-8 გოლი სეზონში - კიტეიშვილი შტურმს მოგებაში დაეხმარა