გიორგი შერმადინი
Aa
Aa

შერმადინის სუპერმატჩი - 20 ქულა ბარსელონასთან

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის XXII ტურში „ლაგუნა ტენერიფემ“ სტუმრად „ბარსელონა“ დაამარცხა. გიორგი შერმადინმა და მისმა თანაგუნდელებმა მრისხანე მეტოქეს 3-ქულიანი სხვაობით, 95:92 მოუგეს, 35 წლის ქართველი კალათბურთელი კი გერმანელ ლეგიონერ დავიდ კრამერთან ერთად, მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო.

შერმადინმა პარკეტზე 28 წუთი გაატარა და შეხვედრა 20 ქულით, 3 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით დაასრულა. ქართველმა კალათბურთელმა თამაშიდან 100-პროცენტიანი (რვიდან რვა) სიზუსტით ისროლა და ექვსი საჯარიმოდან ოთხი ჩააგდო. გიორგიმ სამივე მოხსნა დაცვაში თამაშისას შეასრულა და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

22 ჩატარებული მატჩის შემდეგ 17 მოგებითა და 5 წაგებით „ლაგუნა ტენერიფე“ ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და მხოლოდ „რეალსა“ და „უნიკახას“ ჩამორჩება. 12 მარტს შერმადინი და მისი თანაგუნდელები ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად იტალიის „რეჯინასთან“ ითამაშებენ, ესპანეთის ჩემპუიონატის მომდევნო ტურში კი, 16 მარტს, ასევე სტუმრად „ბილბაოს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეექვსე მარცხი ევროლიგაში - შენგელიას 17 ქულა
ზედიზედ მეექვსე მარცხი ევროლიგაში - შენგელიას 17 ქულა