ვატო არველაძე, დირკ შუსტერი, ჯადული იობაშვილი
Aa
Aa

შუსტერის პირველი საშინაო მარცხი - ტორპედოს თელავმა მოუგო

Crystalbet ეროვნული ლიგის მესამე ტური სენსაციით დაიწყო - „შენგელია არენაზე“ „ტორპედომ“ გერმანელი სპეციალისტის, დირკ შუსტერის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ჩაატარა, მისი მომზადებული ქუთაისელები „თელავთან“ 1:2 დამარცხდნენ და წლევანდელ პირველობაზე ზედიზედ მეორე თამაში წააგეს.

სტუმრები მე-12 წუთზე ვატო არველაძემ დააწინაურა - 27 წლის ფორვარდმა „ტორპედოს“ საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და თავი საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამოიჩინა. ქუთაისელებმა წონასწორობა მეორე ტაიმის დასაწყისშივე აღადგინეს - პაატა ღუდუშაურის სტანდარტის შემდეგ ჯადული იობაშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ამ უკანასკნელმა დანაშაული მალევე გამოისყიდა და ეფექტური დარტყმით კახელები წინ გაიყვანა.

Crystalbet ეროვნული ლიგის კიდევ სამი შეხვედრა „კოლხეთი“ – „დინამო თბილისი“ (15:00 საათი), „დილა“ – „იბერია“ (19:00 საათი) და „დინამო ბათუმი“ – „გაგრა“ (21:00) ხვალ გაიმართება, ტური კი სამშაბათს, „სამგურალი“ – „გარეჯის“ (19:00) მატჩით დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვლავ გოლის გაუშვებლად - იბერია 1999-მა ტორპედო დაამარცხა
კვლავ გოლის გაუშვებლად - იბერია 1999-მა ტორპედო დაამარცხა