ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

მე-8 გოლი სეზონში - კიტეიშვილი შტურმს მოგებაში დაეხმარა

ავსტრიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ გრაცელების დერბიში სტუმრად „გრაცერს“ დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

„შტურმი“ 86-ე წუთამდე მარცხდებოდა, თუმცა გამარჯვება მაინც შეძლეს და ამაში მნიშვნელოვანი როლი ქართველმა ნახევარმცველმა ითამაშა.

მასპინძლები 78-ე წუთზე დაწინაურდნენ და ერთი შეხედვით, შტურმი გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა. თუმცა, თავის გუნდს მხსნელად ოთარ კიტეიშვილი მოევლინა, რომელმაც 86-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. ქართველმა ფეხბურთელმა ჯონსტონის გადაცემა ბრწყინვალედ გამოიყენა და ეფექტური თავურით ანგარიში გაათანაბრა.

გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე იალკუემ გაიტანა და შედეგად, შტურმმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 21-ე მატჩი ჩაატარა და მე-8 გოლი გაიტანა. ასევე, მის ანგარიშზე სამი საგოლე გადაცემაცაა.

21 ტურის შემდეგ შტურმი სატურნირო ცხრილში 43 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, მაგრამ ამდენივე ქულა აქვს მეორეადგილოსან ვენის აუსტრიას, რომელსაც შტურმი ბურთების უკეთესი შეფარდების გამო უსწრებს.

მომდევნო ტურში კიტეიშვილის გუნდი საკუთარ მოედანზე ლასკ-ს დაუპირისპირდება. მატჩი 16 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას სახეზე როგორც იქნა ღიმილი დაბრუნდა და ამის მიზეზი ვიცი...“
„ხვიჩას სახეზე როგორც იქნა ღიმილი დაბრუნდა და ამის მიზეზი ვიცი...“