გურამ თუშიშვილი, შალვა გურეშიძე
Aa
Aa

კრპალეკი დაამარცხა! - თუშიშვილი ავსტრიის გრან პრის გამარჯვებულია

გურამ თუშიშვილი ავსტრიის გრან პრის გამარჯვებულია. +100 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ფალავანი პარიზის ოლიმპიადაზე მიღებული დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნდა და პირველივე ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.

გურამ თუშიშვილი ფინალში ჩეხ ლეგენდას, ლუკას კრპალეკს შეხვდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

ფინალამდე თუშიშვილმა პირველ წრეში დაისვენა, მეორე წრეში კი ავსტრიის სახელით მოასპარეზე მოვლი ბორჩაშვილი დაამარცხა, მეორე წრეში კვიპროსელი იანის ანტონიოუ გამოთიშა ასპარეზობას, ნახევარფინალში კი უკრაინელ ევგენი ბალიევსკის აჯობა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი შალვა გურეშიძეს ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ქართველი ძიუდოისტი გადამწვეტ ბრძოლაში თუშიშვილის ყოფილ მეტოქესთან, უკრაინელ ძიუდოისტთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ დღესვე, -90 კგ. წონით კატეგორიაში ქართული ფინალი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ტატო გრიგალაშვილი მცირე ტრავმის გამო ტატამიზე არ გამოცხადდა. ამის გამო, ოქროს მედალი გიორგი ჯაბნიაშვილს, ვერცხლის მედალი კი ტატო გრიგალაშვილს ერგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები