ანტონიო კონტე, მირჩა ლუჩესკუ
Aa
Aa

„კონტემ კვარაცხელია დაკარგა, მაგრამ მაინც ბოლომდე იბრძოლებს“ - ლუჩესკუმ ნაპოლიზე ისაუბრა

ცნობილმა რუმინელმა სპეციალისტმა და რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ იტალიურ TuttoMercatoWeb-თან ინტერვიუს დროს „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერსაც შეეხო. 79 წლის ლუჩესკუს თქმით, ხვიჩას წასვლის მიუხედავად, ანტონიო კონტემ გუნდის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება მაინც შეძლო.

რას ამბობს ლუჩესკუ:

„ვიტყოდი, რომ სკუდეტოს ორი მთავარი ფავორიტი ჰყავს - ნაპოლი და ინტერი. მომავალი შეხვედრები ორივე გუნდისთვის გადამწყვეტი იქნება. მათ ქულების დაკარგვის უფლება არ აქვთ. სკუდეტოსთვის ორივე გუნდი ბოლომდე იბრძოლებს და გამარჯვებული ბოლო ტურებში გამოვლინდება. ვინც უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს, ის დამარცხდება. კონტეს მუშაობით აღფრთოვანებული ვარ. მის ხელში, გუნდები ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან და ყველა ტიტულის მოგების შანსი აქვთ“.

„იტალიის ჩემპიონატისთვის ორივე გუნდი საუკეთესოდ არის მომზადებული, მაგრამ ინტერს უფრო გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს. ამის მიუხედავად, გათამაშების ბოლომდე ახლო ბრძოლას ვხედავ. კონტე წარმოუდგენელი მწვრთნელია, მან ხვიჩა კვარაცხელია დაკარგა, რომელიც გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ის აგრძელებს გუნდისთვის ბიძგის მიცემას. ნაპოლიმ ამ ტრანსფერით 70 მილიონი ევრო გამოიმუშავა და ეს დადებითი ფაქტორია“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიდან“ პსჟ-ში მიმდინარე წლის იანვარში 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარიზელებს მისი ტრანსფერი 80 მილიონი ევრო დაუჯდათ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას სახეზე როგორც იქნა ღიმილი დაბრუნდა და ამის მიზეზი ვიცი...“
„ხვიჩას სახეზე როგორც იქნა ღიმილი დაბრუნდა და ამის მიზეზი ვიცი...“