„პორიე აღარ ღირს, მახაჩევი მსურს“ - გეიჯის გეგმები
ალექს პერეირასა და მაგომედ ანკალაევის დაპირისპირებას თუ არ ჩავთვლით, ლას-ვეგასში გამართულ UFC 313-ის ღონისძიებაზე ყველაზე საინტერესო ბრძოლად ჯასტინ გეიჯისა და რაფაელ ფიზიევს შორის შეხვედრა იყო მონათლული. მართალია პირველ რაუნდში აზერბაიჯანელმა ამერიკელ მოწინააღმდეგეს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, თუმცა შემდეგ უკვე დაღლა დაეტყო და გეიჯიმ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რის შემდეგაც მსუბუქ წონით დივიზიონში თავისი მომავალი სავარაუდო მეტოქეების შესახებ ისაუბრა.
ჯასტინ გეიჯი
მოხარული ვიქნები თუ შემდეგი ორთაბრძოლა საჩემპიონო იქნება და ისლამ მახაჩევს დავუპირისპირდები. თუმცა, დაღესტნელი ჩემპიონის დასამარცხებლად სულ სხვა დონის მომზადება და მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა დამჭირდება.
ვიცი, ბევრი საუბრობს იმაზე, რომ შესაძლოა ჩემსა და დასტინ პორიეს შორის მესამე შეხვედრა შედგეს, მაგრამ არა მგონია ეს საინტერესო იყოს - ერთი ბრძოლა მე მოვიგე, ერთი - დასტინმა და ვფიქრობ, აჯობებს მშვიდობიანად დავშორდეთ.
ცნობისათვის, გეიჯი და პორიე აქამდე ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და თუ 2018 წლის აპრილში ჯასტინი დასტინთან დამარცხდა, 2023 წლის ივლისში უკვე რევანში აუღო.