ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნაპოლი ამას ყოველთვის ინანებს“ - ვეტერანი ფეხბურთელი ხვიჩაზე

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა და 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა, ფრანჩესკო გრაციანიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „ნაპოლი“ ქართველი ფეხბურთელის დაკარგვას დიდი ხნის განმავლობაში ინანებს.

რას ამბობს გრაციანი:

„ძალიან დიდი რისკია იმის, რომ ნაპოლიმ ცხოვრება სინანულით გააგრძელოს. ეჭვგარეშეა, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯარა საშინელი იყო. იმის გარდა, რომ გუნდმა მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გაუშვა, მისი ღირსეული შემცვლელიც არ მოიყვანა. ნაპოლის კვარაცხელიასთან კონტაქტები უნდა გაემყარებინა და ყველაფრის ფასად უნდა შეენარჩუნებინა. ქართველი გუნდში ერთადერთი იყო, რომელიც მოედანზე განსხვავებას ქმნიდა... ამის შემდეგ კი, როდესაც სკუდეტოს მოიგებდნენ, ორივე მხარე საუკეთესო გამოსავალს იპოვიდა. მაგრამ სამწუხაროა, რომ ასე არ მოხდა და მალე ვფიქრობ, რომ ამას გუნდი ძალიან ინანებს. დიდი ხნის განმავლობაში სატურნირო ცხრილში პირველები ვიყავით და იმის მაგივრად, რომ გუნდი გაგვეძლიერებინა, პირიქით, დავასუსტეთ“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიდან“ პსჟ-ში მიმდინარე წლის იანვარში 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარიზელებს მისი ტრანსფერი 80 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ქართველმა შემტევმა პსჟ-ის მაისურით ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აღიარება მოუწევს, რომ აქ კონკურენციაა“ - სლოტი მამარდა-ალისონზე
„აღიარება მოუწევს, რომ აქ კონკურენციაა“ - სლოტი მამარდა-ალისონზე