ზანგალაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია (U23) | მეტოქე რუსი მოჭიდავეა
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატის ფინალში ნიკა ზანგალაძე (57 კგ.) გავიდა. ნიკამ მოლდოველ იონ ბულგარუსსა (4:2) და თურქ ბექირ კესერს (12:2) აჯობა და ფინალში რუს ლევ პავლოვს დაუპირისპირდება.
გიორგი გოგრიჭიანმა (79 კგ.) რეპეშაჟის ნახევარფინალში იტალიელი რაფაელე მატრულო 12:1 დაამარცხა და მესამე ადგილისთვის შეხვედრაში შვეიცარიის ნაკრების წევრს, უმარ მავლიევს შეხვდება.
ფინალური ბლოკი დღეს 21:00 საათზე დაიწყება.
ასევე გეტყვით, რომ დღეს საქართველოს სახელით შემდეგი მოჭიდავეები იასპარეზებენ: ომარ გაზაშვილი (61 კგ), ლუკა ჩხიტუნიძე (74 კგ), თორნიკე სამხარაძე (86 კგ), სანდრო ყურაშვილი (92 კგ) და გიგა შავაძე (125 კგ).