ზედიზედ მესამე მარცხი | ჯოკოვიჩი ინდიან უელსს გამოეთიშა
ინდიან უელსის მასტერსის მეორე წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩი ბოტიკ ვან დე ზანდსხულპთან (მსოფლიოს 85-ე ჩოგანთან) სამ სეტში 2:6, 6:3, 1:6 დამარცხდა. სერბმა სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ოთხიდან ორი ბრეიკპოინტი გამოიყენა. ნიდერლანდელის ანგარიშზე ოთხი ეისი, ოთხი ორმაგი შეცდომა და რვიდან ხუთი რეალიზებული ბრეიკპოინტი იყო.
2018 წლის შემდეგ პირველად ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზედიზედ სამი მატჩი დათმო. ნიდერლანდელთან შეხვედრამდე დოჰას ტურნირზე იტალიელ მატეო ბერეტინისთან და ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში ალექსანდრ ზვერევთან დამარცხდა.
ჯოკოვიჩმა მასტერსის სერიის ტურნირებზე მე-500 მატჩი ჩაატარა. რაფაელ ნადალის შემდეგ მეორე ჩოგბურთელია, ვინც აღნიშნულ ზღვარს მიაღწია.
შეგახსენებთ, კარიერის მანძილზე დიდი სლემის ტურნირების რეკორდსმენმა ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა 10-ჯერ, როლან გაროსი 3-ჯერ, უიმბლდონი 7-ჯერ და ამერიკის ღია პირველობა 4-ჯერ მოიგო.