ალექს პერეირა, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

პერეირა დამარცხდა | ანკალაევი დივიზიონის ახალი ჩემპიონია

UFC 313-ზე ქვემძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ალეს პერეირამ ქამარი ვერ დაიცვა, 5-რაუნდიან ბრძოლაში მაგომედ ანკალაევთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. ანკალაევი უპირატესობას თითქმის მთელი შეხვედრისას ფლობდა და დამსახურებულად გაიმარჯვა. მისი სახით ქვემძიმე წონით დივიზიონს ახალი ჩემპიონი ჰყავს.

ცნობისთვის, პერეირა ქვემძიმე წონის ჩემპიონი 2023 წლის ნოემბერში გახდა და მას შემდეგ ტიტული სამჯერ - ჯამაჰალ ჰილთან, ირჟი პროხაზკასთან და ხალილ რანთრისთან დაიცვა. 

რაც შეეხება ანკალაევს, ის UFC-ში 2018 წლიდან ჩხუბობს და სადებიუტო ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ არავისთან წაუგია. მისი ბოლო ჩხუბი გასული წლის ოქტომბრით თარიღდება, როდესაც ანკალაევმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ალექსანდარ რაკიჩი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები