გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ვიცი, საუკეთესო ფორმაში არ ვარ | მამარდას ემოციური სიტყვები

ლა ლიგის 27-ე ტურში „ვალენსიამ’’ შინ „ვალიადოლიდი’’ 2:1 დაამარცხა. კარლოს კორბერანის გაწვრთნილმა გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა, 27 მატჩში 27 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია, ამ მომენტში მე-16 ადგილზეა.

მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილმა Instagram-ში დაწერა: „ვიცი, რომ ახლა საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სირთულეები უფრო ძლიერს მხდის. მთელ ჩემს ძალისხმევას ვდებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე ჩემს საუკეთესო ფორმას. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის!''.

მატჩის შემდეგ კორბერანმა მამარდაშვილზე ისაუბრა: „მამარდაშვილის მაღალ დონეში ეჭვი არ მეპარება. შეცდომას განიცდის. ვაფასებ რომ მეორე ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარა, საჯარიმოში დომინირებდა. მომწონს ფეხბუთელები, რომლებსაც შეცდომის შემდეგ მენტალურად აღდგენას ახერხებენ, რთულ მომენტს უმკლავდებიან''.

სამწუხაროდ, სტუმართა გოლი ქართველის შეცდომას მოჰყვა. მე-7 წუთზე დიეგო ლოპესის გოლით „ღამურები’’ დაწინაურდნენ. მე-40 წუთზე გიორგი მამარდაშვილმა უხეში შეცდომა დაუშვა, მისი არაზუსტი პასის შემდეგ ლატასამ ანგარიში გაათანაბრა. მე-60 წუთზე მამარდაშვილმა ლატასას თავური დარტყმა მოიგერია. ამ მომენტში ქართველი მეკარე შესანიშნავი იყო.

24 წლის ქართველმა მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, 23-დან 5-ში გოლი არ გაუშვა. რეალურად, კარის მშრალად შენახვა დღესაც შეეძლო, სტუმრებს მისი კარისკენ განსაკუთრებული სირთულის დარტყმა არ შეუსრულებიათ. ფაქტია, საუკეთესო ფორმაში არაა, რაც დღევანდელ მატჩშიც კარგად გამოჩნდა.

მსგავსი სიახლეები