გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძის 3 ქულა და 2 მოხსნა | ორლანდომ მოუგებელი სერია დაასრულა

NBA-ში „მილუოკი ბაქსი’’ შინ „ორლანდოსთან’’ 109-111 დამარცხდა. „ორლანდომ'' 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

სტუმართა სასტარტო ხუთეულში გოგა ბითაძე ვერ მოხვდა. მან პარკეტზე 9:15 წუთი გაატარა. მის აქტივში 3 ქულა და 2 მოხსნაა.

რაც შეეხება გოგას კონკურენტ ვენდელ კარტერ ჯუნიორს, კარგი მატჩი არ ჰქონია, 31 წუთში მხოლოდ 7 ქულა ჩააგდო და 4 მოხსნა შეასრულა.

ორივე გუნდს შორის ყველაზე შედეგიანი იანის ანტენტოკუმპო იყო., ბერძენმა 37 ქულა ჩააგდო. გოგას თანაგუნდელთაგან პაოლო ბანკერომ გამორჩეული მატჩი ჩაატარა, გუნდს 29 ქულით, 6 მოხსნითა და 2 პასით დაეხმარა. ასევე უნდა ვთქვათ კოულ ენტონზეც, რომელმაც „ორლანდოსთვის'' 26 ქულა ჩააგდო და 9 პასი შეასრულა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში „ორლანდო’’ 30 მოგებითა და 35 მარცხით მე-8 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები