გიორგი მამარდაშვილი, კარლოს კორბერანი
Aa
Aa

თავის შეცდომას განიცდის | ვალენსიას მწვრთნელმა მამარდაზე ისაუბრა

ლა ლიგის 27-ე ტურში „ვალენსიამ’’ შინ „ვალიადოლიდი’’ 2:1 დაამარცხა. კარლოს კორბერანის გაწვრთნილმა გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა, 27 მატჩში 27 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია, ამ მომენტში მე-16 ადგილზეა.

მატჩის შემდეგ კორბერანმა მამარდაშვილზე ისაუბრა: „მამარდაშვილის მაღალ დონეში ეჭვი არ მეპარება. შეცდომას განიცდის. ვაფასებ რომ მეორე ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარა, საჯარიმოში დომინირებდა. მომწონს ფეხბუთელები, რომლებსაც შეცდომის შემდეგ მენტალურად აღდგენას ახერხებენ, რთულ მომენტს უმკლავდებიან''.

ტრადიციულად, „ვალენსიას'' სასტარტოში გიორგი მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. სამწუხაროდ, სტუმართა გოლი ქართველის შეცდომას მოჰყვა. მე-7 წუთზე დიეგო ლოპესის გოლით „ღამურები’’ დაწინაურდნენ. მე-40 წუთზე გიორგი მამარდაშვილმა უხეში შეცდომა დაუშვა, მისი არაზუსტი პასის შემდეგ ლატასამ ანგარიში გაათანაბრა.

58-ე წუთზე უმარ სადიქმა გამარჯვების გოლი გაიტანა. მე-60 წუთზე მამარდაშვილმა ლატასას თავური დარტყმა მოიგერია. ამ მომენტში ქართველი მეკარე შესანიშნავი იყო.

24 წლის ქართველმა მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, 23-დან 5-ში გოლი არ გაუშვა. რეალურად, კარის მშრალად შენახვა დღესაც შეეძლო, სტუმრებს მისი კარისკენ განსაკუთრებული სირთულის დარტყმა არ შეუსრულებიათ. ფაქტია, საუკეთესო ფორმაში არაა, რაც დღევანდელ მატჩშიც კარგად გამოჩნდა.

28-ე ტურში, 15 მარტს „ვალენსია'' „ჟირონას'' ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ყოველ ჯერზე უკეთ გამოიყურება“ - ლუის ენრიკე
„კვარა ყოველ ჯერზე უკეთ გამოიყურება“ - ლუის ენრიკე