ბარსა VS ოსასუნა გადაიდო - მიზეზი სტაფის წევრის გარდაცვალებაა
ლა ლიგის მორიგ ტურში კატალონიის ბარსელონა ოსასუნას მასპინძლობს. მატჩი თბილისის დროით დღეს 23:59-დან უნდა დაწყებულიყო, თუმცა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
ესპანური მედიის ინფორმაციით, მოულოდნელად ბლაუგრანას სამედიცინო სტაფის ერთ-ერთი წევრი დაიღუპა და მატჩის გადადების მიზეზიც სწორედ ეს არის.
ამ ინფორმაციას SPORT და MARCA ავრცელებენ, თუმცა ოფიციალურად არავინ ადასტურებს. ამ ეტაპზე, მხოლოდ ჯერჯერობით ეს არის ცნობილი.
მიმდინარეობს განახლება..
განახლებული ვერსია
სამწუხაროდ, სულ ცოტა ხნის წინ, კატალონიური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ გარდაიცვალა გუნდის ექიმი 40 წლის კარლეს მინარო გარსია.
როგორც ცნობილი გახდა, მინარო გუნდთან ერთად მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მეტიც, სტაფთან ერთად ისადილა და შემდეგ დასაძინებლად წავიდა. სამწუხაროდ ის სწორედ ძილის დროს დაიღუპა. კარლეს მინარო გარსია ბარსელონაში პირველ სამუშაო წელს ატარებდა.
Official statement from the club. pic.twitter.com/MJS2ZjLzUr
— Barça Universal (@BarcaUniversal) March 8, 2025
ჯეჯერობით უცნობია, თუ როდის ჩატარდება ბარსელონასა და ოსასუნას დაპირისპირება.