გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ვალენსიას გამარჯვება | ღამურებმა გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს

ლა ლიგის 27-ე ტურში „ვალენსიამ’’ შინ „ვალიადოლიდი’’ 2:1 დაამარცხა. კარლოს კორბერანის გაწვრთნილმა გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა, 27 მატჩში 27 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია, ამ მომენტში მე-16 ადგილზეა.

ტრადიციულად, „ვალენსიას'' სასტარტოში გიორგი მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. სამწუხაროდ, სტუმართა გოლი ქართველის შეცდომას მოჰყვა. მე-7 წუთზე დიეგო ლოპესის გოლით „ღამურები’’ დაწინაურდნენ. მე-40 წუთზე გიორგი მამარდაშვილმა უხეში შეცდომა დაუშვა, მისი არაზუსტი პასის შემდეგ ლატასამ ანგარიში გაათანაბრა.

58-ე წუთზე უმარ სადიქმა გამარჯვების გოლი გაიტანა. მე-60 წუთზე მამარდაშვილმა ლატასას თავური დარტყმა მოიგერია. ამ მომენტში ქართველი მეკარე შესანიშნავი იყო.

24 წლის ქართველმა მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, 23-დან 5-ში გოლი არ გაუშვა. რეალურად, კარის მშრალად შენახვა დღესაც შეეძლო, სტუმრებს მისი კარისკენ განსაკუთრებული სირთულის დარტყმა არ შეუსრულებიათ. ფაქტია, საუკეთესო ფორმაში არაა, რაც დღევანდელ მატჩშიც კარგად გამოჩნდა.

28-ე ტურში, 15 მარტს „ვალენსია'' „ჟირონას'' ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარას ნეაპოლში ეს სიყვარული არ უგრძნია | ჯემაილიმ ხვიჩაზე ისაუბრა
კვარას ნეაპოლში ეს სიყვარული არ უგრძნია | ჯემაილიმ ხვიჩაზე ისაუბრა