ლივერპული, მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

ტოპ 5-შია | სალაჰი პრემიერ ლიგაში ისტორიის წერას აგრძელებს

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ლივერპულმა საუთჰემპტონს უმასპინძლა, 3:1 დაამარცხა და ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა.

აღსანიშნავია, რომ არნე სლოტის გუნდი აგებდა და მერსისაიდელებმა თამაში შემოატრიალეს. ამაში კი დიდი წვლილი მოჰამედ სალაჰს მიუძღვის, რომელიც წარუშლელი ისტორიის წერას აგრძელებს.

ფარაონმა წმინდანებს დუბლი შეუსრულა და ამით პრემიერ ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში სერხიო აგუეროს გაუთანაბრდა. ეგვიპტელი არგენტინელთან ერთად 184 გოლით მეხუთე ადგილს იყოფს.

აგუეროზე და სალაჰზე წინ ენდრიუ კოული(187 გოლი), უეინ რუნი(208 გოლი), ჰარი კეინი(213 გოლი), ალან შირერი(260 გოლი) არიან. მოჰამედს კოულის შედეგის გაუმჯობესება უახლოეს ტურებში შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ სალაჰს დიდებული სეზონი აქვს და რა პრემიერ ლიგას 27 გატანილი გოლით ლიდერობს. რაც შეეხება ლივერპულს, მერსისაიდელებს 70 ქულა აქვთ და პირველ პოზიციაზე მყარად არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მე-4 საუკეთესო შედეგი - კომპანის მიღწევა ბაიერნში
მე-4 საუკეთესო შედეგი - კომპანის მიღწევა ბაიერნში