ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, დიეგო ლოპესი
Aa
Aa

ყველამ იცის ვინ არის დივიზიონის ბოსი | თოფურია ვოლკანოვსკი-ლოპესის ჩხუბზე

ილია თოფურიამ (16-0) მადრიდში WOW-ის გამართულ პრესკონფერენციაზე ქვემსუბუქ წონაში გასამართ სატიტულო ბრძოლაზე ისაუბრა. მას შემდეგ რაც ილიამ ქვემსუბუქი წონიდან მსუბუქში გადასვლაზე განაცხადა, ქვემსუბუქ წონაში სატიტულო შეხვედრა ჩაინიშნა, UFC 314-ზე ვოლკანოვსკისა და ლოპესის ჩხუბში გამარჯვებული ქამარს მოიპოვებს. ილიას გადაწყვეტილების შემდეგ ქამარი ვაკანტურია.

ილია თოფურია: „არ ვიცი, ჩემი ბავშვების მომავალზე წინასწარ რა უნდა ვთქვა... ორივეს წარმატებას ვუსურვებ, თუმცა ყველამ იცის ვინ არის დივიზიონის ბოსი. მათ გასართობად სათამაშო დავუტოვე, რადგან ეს მათ უფრო მეტად სჭირდებათ ვიდრე მე’’.

მარტივად მიხვდებოდით, რომ ილია ბავშვებში ვოლკანოვსკისა და ლოპესს გულისხმობს. რაც შეეხება WOW-ს, MMA-ს ესპანური ორგანიზაციაა.

ასევე გეტყვით, რომ „ელ მატადორმა“ X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და გვაუწყა, რომ აპირებს ისეთი რაღაცის გამოცხადებას, რასაც ვერ დავიჯერებთ. თოფურიას პოსტს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა და MMA-ის გულშემატკივრები ილიას განცხადებას მოუთმენლად ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები