ლოჩოშვილის კარგი მატჩი - სალერნიტანამ მოუგებელი სერია შეწყვიტა
იტალიის სერია ბ-ს მორიგ ტურში სალერნიტანამ მოდენას უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 64-ე წუთზე სორიანომ გაიტანა.
ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ლუკა ლოჩოშვილი, რომელსაც კარგი მატჩი ჰქონდა.
მატჩის მიმდინარეობისას, ლუკამ 14-დან 6 ორთაბრძოლა მოიგო. ბურთს 49-ჯერ შეეხო და პასების სიზუსტე 85% ჰქონდა. ქართველმა ფეხბურთელმა 5-ჯერ გაანეიტრალა მეტოქის შეტევები. მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ და თავად 3-ჯერ დაჯარიმდა.
გავლენიანმა სპორტულმა გამოცემა Sofascore-მა მას 7.2 შეფასება დაუწერა, რაც მის გუნდში ერთ-ერთ საუკეთესო შეფასება იყო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, სალერნიტანა საშინელ ფორმაშია და მე-19 ადგილზე იმყოფება, რაც გასავარდნი ზონაა.
ცნობისთვის, 2024/2025 წლების სეზონში, ჯვაროსნების უკანახაზელმა სერია ბ-ში 16 მატჩი გამართა, იტალიის თასზე კი 1.