პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

პეპი: “თუ ასე გავაგრძელებთ, ოთხეულში ვერ მოვხვდებით“

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში მანჩესტერ სიტი ნოტინგემს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, ქალაქელების მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ კომენტარი გააკეთა.

პეპი:

„ვფიქრობ, დღეს სისწრაფე დაგვაკლდა. წაგების მიუხედავად, ნოტინგემი უნდა დავაფასოთ. ისინი თავს ძალიან კარგად იცავდნენ. ჩვენი თამაში ნელი იყო. ბოლო მესამედს ვერ ვუკავშირდებოდით და საჯარიმოში უუნაროები ვიყავით. ეს წაგება უნდა დავივიწყოთ და შემდეგ შეხვედრებზე ვიფიქროთ.

აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ თამაში. რაღაც უნდა გავაკეთოთ, რადგან გამარჯვება ციდან არ მოდის. რა თქმა უნდა, სიტუაცია საკმაოდ ცუდია. დარჩენილია 10 თამაში. ვნახოთ რა მოხდება მომავალ შაბათს ბრაიტონთან. აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ასე თუ გავაგრძელებთ, ოთხეულში ვერ მოვხვდებით.“

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, მანჩესტერ სიტის 47 ქულა დარჩა და მეოთხე ადგილზე იმყოფება. 46 ქულით მეხუთე პოზიციას ჩელსი იკავებს, თუმცა ლონდონელებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ნოტინგემი კი 51 ქულით მესამე პოზიციაზე მოგვევლინა და ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მთავარი შეცდომა სწორედ ეს იყო - ჩავი ბარსელონურ კარიერაზე
მთავარი შეცდომა სწორედ ეს იყო - ჩავი ბარსელონურ კარიერაზე