ალექს პერეირა, ჟორჟ სენ-პიერი, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

„დგომში ჩხუბი ანკალაევის მხრიდან დიდი შეცდომა იქნება“ - სენ-პიერის პროგნოზი

UFC-ის ლეგენდამ, ქვესაშუალო და საშუალო წონების ექსჩემპიონმა, ჟორჟ სენ-პიერმა ქვემძიმე წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

რა თქვა სენ-პიერმა:

„ხშირ შემთხვევაში ანკალაევი დგომში ჩხუბობს, მიუხედავად იმისა, რომ მას ჭიდაობის გამოცდილებაც აქვს. თუ შეეცდება, პერეირასთან დგომში იჩხუბოს, ეს დიდი შეცდომა იქნება.

თუ ჩხუბი დგომში იქნება, ეს პერეირას მისცემს უპირატესობას, ხოლო თუ ანკალაევი შეძლებს, პერეირას ჭიდაობა დააძალოს, მას უპირატესობა ექნება“.

შეგახსენებთ, რომ ალექს პერეირას და მაგომედ ანკალაევის ჩხუბი 9 მარტს გამთენიისას გაიმართება და UFC 313-ის მთავარი მოვლენა იქნება.

პერეირა ქვემძიმე წონის ჩემპიონი 2023 წლის ნოემბერში გახდა და მას შემდეგ ტიტული სამჯერ - ჯამაჰალ ჰილთან, ირჟი პროხაზკასთან და ხალილ რანთრისთან დაიცვა.

რაც შეეხება ანკალაევს, ის UFC-ში 2018 წლიდან ჩხუბობს და სადებიუტო ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ არავისთან წაუგია. მისი ბოლო ჩხუბი გასული წლის ოქტომბრით თარიღდება, როდესაც ანკალაევმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ალექსანდარ რაკიჩი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფერს დეტალები გადაწყვეტს“ - დვალიშვილი პერეირა VS. ანკალაევზე
„ყველაფერს დეტალები გადაწყვეტს“ - დვალიშვილი პერეირა VS. ანკალაევზე