რენი VS. პსჟ - პარიზელთა სავარაუდო შემადგენლობა
დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე „პარი სენ-ჟერმენი“ მე-11 ადგილოსან „რენს“ ესტუმრება. დიდი ალბათობით, ლუის ენრიკე „ლივერპულთან“ საპასუხო მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიას და გუნდის სხვა ლიდერებს დაასვენებს და თავის გამოჩენის საშუალებს სათადარიგოებს მისცემს.
სწორედ ამაზე მიუთითებს წამყვანი ფრანგული გამოცემების მიერ გამოქვეყნებული სავარაუდო შემადგენლობები:
Le Parisien: საფონოვი - ერნანდესი, პაჩო, ბერალდო, ნევეში - მაიულუ, ვიტინია, ზაირ-ემერი - ლი, რამუში, დუე
L’Equipe: დონარუმა - ერნანდესი, პაჩო, ბერალდო, ზაირ-ემერი - მაიულუ, ვიტინია, დუე - ბარკოლა, რამუში, ლი
ცნობისთვის, 24 ტურის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 62 ქულით ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილის სათავეშია, პსჟ-ის უახლოეს მდევარს, „მარსელს“ კი 49 ქულა აქვს.