„აღიარება მოუწევს, რომ აქ კონკურენციაა“ - სლოტი მამარდა-ალისონზე
გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე სეზონის დასრულებას ელის, რომ თავისი კარიერის მომავალი გაარკვიოს - გადადის თუ არა „ლივერპულში“?
ალისონი ამჟამად დიდებულ ფორმაშია და პსჟ-ს წინააღმდეგ მისმა თამაშმა ეს საკითხი კიდევ უფრო გაართულა. „მერსისაიდელთა“ თავკაცმა ამ საკითხზე ირიბად ისაუბრა და ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მომდევნო სეზონიდან მეკარეებს ერთმანეთში კონკურენცია ჰქონდეთ.
ბრაზილიელი მეკარე გუნდიდან წასვლას ამ ეტაპზე არ გეგმავს და მწვრთნელიც არ აპირებს, რომ ის ტრანსფერზე დააყენოს.
„მამარდაშვილი? ვფიქრობ, ახლა ვალენსიაში სეზონის ისეთივე ეტაპია, როგორიც ჩვენთან - ძალიან მნიშვნელოვანი. ასე რომ არ იქნება გონივრული ვისაუბრო ფეხბურთელზე, რომელიც შესაძლოა ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ ახლა აქ არ არის.
ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ თუ ვინმეს ლივერპულში თამაში უნდა, მას აღიარება მოუწევს, რომ აქ კონკურენციაა. თუ, შენ არ გინდა, რომ ლივერპულში კონკურენციას თვალი გაუსწორო, მაშინ ეს შენთვის საუკეთესო ადგილი არ არის“.
- ციტირებს სლოტის სიტყვებს ბრიტანული Independent-ი.
ბრიტანული გამოცემა წერს, რომ ზაფხულში სლოტს „არაპოპულარული გადაწყვეტილების“ მიღება მოუწევს.
ვნახოთ რას გადაწყვეტს „ლივერპული“. რომელ მეკარეზე შეაჩერებს არჩევანს. ან საერთოდაც, იქნებ ორთავეს ტოვებს გუნდში...